მწერალთა სახლში მსოფლიო და ანტიკური ლიტერატურის კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
მწერალთა სახლში, მსოფლიო და ანტიკური ლიტერატურის კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, მსოფლიო ლიტერატურის კურსს ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი, ხოლო ანტიკური ლიტერატურის კურსს ფილოლოგი მანანა ღარიბაშვილი უძღვებოდნენ.
ლექციები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მათი მიზანი იყო, სტუდენტებსა და უფროსკლასელების შეჰქმნოდათ მრავალმხრივი წარმოდგენა მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ეპოქებსა და ტექსტებზე.
ლიტერატურული კურსების გაგრძელება მომავალშიც იგეგმება, რათა უფრო ბევრმა ახალგაზრდამ შეძლოს კლასიკურ ლიტერატურასა და თანამედროვე ინტერპრეტაციებთან მჭიდრო შეხება.