კიევის მახლობლად მამაკაცმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა – არის მსხვერპლი

კიევის ოლქის სოფიევსკაია ბორშაგოვკას სოფელში, მამაკაცმა ხალხს ესროლა, სამართალდამცველები მის დასაკავებლად სპეციალურ ოპერაციას ატარებენ.

სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

როგორც კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი დირექტორატის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, პოლიცია ბუჩას რაიონში სროლის გარემოებებს ადგენს. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურებია მობილიზებული.

„ამჟამად ადგილზე ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობს და დამნაშავის დასაკავებლად სპეციალური ოპერაცია ტარდება“, – განაცხადეს პოლიციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები