ქუთაისის მერიის განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი დასრულდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
“ქალაქის საჯარო სკოლების მე-8, მე-9, მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკი სამ ნაკადად მოაწყო და მასში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო. პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით, დაბა ბაკურიანში, ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები რამდენიმე თემაზე:
დამოუკიდებლად სწავლის უნარების გაძლიერება, დროის მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა, კარიერის დაგეგმვა, მოხალისეობა, ადვოკატირება, კონკურსების საპროექტო განაცხადის შედგენისა და დონორების მოძიების პრაქტიკული ჩვევების შეძენა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.