კულტურის კომიტეტმა „კულტურის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
კულტურის კომიტეტმა „კულტურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
კულტურის მინისტრის მოადგილის, ბექა დავითულიანის განმარტებით, კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსებისა და ფინანსური ხელშეწყობის მომწესრიგებელი ნორმების ახლებური განსაზღვრა კანონში ცვლილებას საჭიროებს. კერძოდ, კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსებასთან და ფინანსურ ხელშეწყობასთან დაკავშირებულ შესაბამის ღონისძიებებს, მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელებს სამინისტრო ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მინისტრის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად.

„კანონის 29-ე მუხლს ემატება მე-7 და მე-8 პუნქტები, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს კულტურის სამინისტრო უშუალოდ ახორციელებს ინსტიტუციურად დაფინანსებებისა და პროგრამების ხელშეწყობას კულტურის სფეროში, ეს უფლებამოსილება გაუნაწილდება ასევე სსიპ-ს, რათა მასაც ჰქონდეს დაფინანსების შესაძლებლობა, კულტურის მინისტრის ბრძანების შესაბამისად“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.