ჯადრაკის სასახლეში საქართველოს რიგით 32-ე პირველობის უმაღლესი ლიგა ასაკობრივ კატეგორიებში დასრულდა
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს რიგით 32-ე პირველობის უმაღლესი ლიგა ასაკობრივ კატეგორიებში. ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.
“ჩემპიონატი 3 ასაკობრივ კატეგორიაში, 6 ტურნირად ჩატარდა როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის.
ასპარეზობაზე საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი ასპარეზობდა.
8 წლამდე გოგონებში III ადგილი – სოფია ლიმარმა 8 ქულით მოიპოვა
ვულოცავთ კიდევ ერთ წარმატებით ასპარეზობას ჩვენს პატარა მოჭადრაკეს და მის მწვრთნელს ანდრეი ლიმარს”,- წერია ინფორმაციაში.