პრემიერმინისტრი სასტუმროების ქსელ “კემპინსკის” აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმროების ქსელ „კემპინსკის ჯგუფის ” აღმასრულებელ დირექტორს, ბერნოლდ შროდერს გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „კემპინსკის” სასტუმროს მშენებლობის დაწყების შესაძლებლობები განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს. პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა იმისათვის, რომ საქართველოში კემპინსკის სასტუმრო უახლოეს მომავალში აშენდეს.
პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მრავალმხრივ ტურისტულ შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანამ 2022 წელს დაახლოებით 5,5 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, ხოლო 2024 წლისთვის პანდემიამდელ რაოდენობას – 9.4 მილიონს დაუბრუნდება. Kempinski Hotels S.A. ძვირადღირებული სასტუმროების მართვის კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ჟენევაშია. „კემპინსკის” შემოსავალი 2.9 მილიარდი დოლარია. კომპანიაში 22,500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია 34 ქვეყანაში 78 ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და რეზიდენციას ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები