ვაჟა სირაძე – აქციის მონაწილეებზე: პოლიციის მიერ მოხდა გზის გადაკეტვა, ვინაიდან შესაძლებლობა ჰქონოდათ ფეხით გადაადგილების
“შესაბამისი ორგანოების, პოლიციის მიერ მოხდა გზის გადაკეტვა, ვინაიდან შესაძლებლობა ჰქონოდათ ფეხით გადაადგილების”, – ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა.
“ამ ეტაპისთვის, ითხოვენ, რომ ავტოკოლონით შევიდნენ დაკეტილ გზაზე, ხალხთან ერთად, რაც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეუძლებელია და ვუხსნით, ვეხმარებით, რომ ფეხით გადაადგილების საშუალება აქვთ. შესაბამისად, გაიგეს მე მგონი”, – განმარტა ვაჟა სირაძემ.