სასამართლომ ტელეკომპანია “პირველს” და მაია მამულაშვილს, კახა კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით, 15 000 ლარის გადახდა დააკისრა 

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ტვ პირველისა” და  ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.  სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ ტელეკომპანია “პირველს” და მაია მამულაშვილს კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით, 15 000 ლარის გადახდა დააკისრა, ასევე, ტელეკომპანიას დაევალა თბილისის მერის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფა. თბილისის მერი ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მოპასუხეებისთვის 100 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები