ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ მოქცევას განიხილავს

Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას განიხილავს. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ამ თემაზე დისკუსიებს მიმდინარე კვირაში უმასპინძლა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციამ დააპაუზა აშშ-ის დახმარება. მათი განცხადებით, მიმდინარეობს იმის შემოწმება, თუ რამდენად შეესაბამება ეს დახმარებები აშშ-ის ახლანდელ საგარეო პოლიტიკის კურსს და ხომ არ აქვთ საქმე ფინანსების უმიზნო ფლანგვასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები