ფოთის ახალ გენგეგმაზე „სითი ინსტიტუტი საქართველო“ და „სტუდია 9“ ერთობლივად იმუშავებენ

ფოთის განაშენიანების ახალ გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო. მომავალი 1 წლის განმავლობაში, აღნიშნულ დოკუმენტს არასამთავრობო ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ და საპროექტო კომპანია „სტუდია 9“ ერთობლივად შეიმუშავებენ. ფოთის გენგეგმის გარდა, მუშაობა დაიწყება მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის რევიზიასა და განახლებაზეც.

„ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ქალაქის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჩვენ შევქმნით ქალაქის განვითარების ახალ ხედვას, ახალ კონცეფციას, რომელიც ჩვენს მიზანს შეასრულებს და ტურისტული მიმართულებით, ქალაქის საინვესტიციო პოტენციალს გაზრდის,“ – განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები