ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა
ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ88 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.