რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის საავტომობილო გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა თერჯოლის, ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებისა და მათი მიმდებარე სოფლების საგზაო კავშირს წარმოადგენს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი კი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და გაივლის სოფლებს: რუფოთიალისუბანი, საზანო და თუზი.

პროექტის შესაბამისად, განახლდება ასფალტ-ბეტნის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ჩატარდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 16 443 900 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები