თამარ ჩიბურდანიძე: წარმომიდგენია, როგორი სიამაყით და ღირსებით წარადგენს საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო არენაზე. როგორც იქნა გვეღირსა, სულით და გულით ქართველი კაცისთვის პრეზიდენტი გვეწოდებინა

პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო წლებად შევა.

„ერთგული, გაუყიდავი, ვაჟკაცური, განათლებული და სულით ქართველი პრეზიდენტი ეყოლება ქართველ ხალხს. წარმომიდგენია, როგორი სიამაყით და ღირსებით წარადგენს საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო არენაზე. დღეს მიშას კი არა, ჩვენს ქვეყანას უნდა ვულოცავდეთ.

როგორც იქნა, გვეღირსა სულით და გულით ქართველი კაცისთვის პრეზიდენტი გვეწოდებინა. გვეღირსა არა სხვა ქვეყნის პოლიტიკით, არამედ, საკუთარი ეროვნული პოლიტიკით მართული პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილმა ჯერ სპორტით, ხოლო შემდეგ პოლიტიკაში ეროვნული პრინციპების დაცვით უკვე მოიპოვა ქართველი ხალხის დიდი სიყვარული. მჯერა, მისი პრეზიდენტობის პერიოდი იქნება საუკეთესო წლები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები