არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ხელშესახები პროგრესი აქვს
პარლამენტის ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ხელშესახები პროგრესი აქვს.
„ხელისუფლება უზრუნველყოფს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის, ასევე, გამოცდილებასა და რჩევების მაქსიმალურ კონსოლიდაციას, რომ საქართველომ ეს კითხვარი დროულად, ობიექტურად და ხარისხიანად შეავსოს და გააგზავნოს. ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით წინა წლების განმავლობაში გადადგა, როდესაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შანსი, როდესაც მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროპასთან, როდესაც ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, როდესაც გავაკეთეთ უკვე განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, ეს მიუთითებს, რომ მრავალწლიანი სამუშაო სწორად ვითარდება. საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა.