საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობენ

ევროპის დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ევროკავშირის წარმომადგენლობების, ადგილობრივი ხელისუფლებებისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ღონისძიებებსა და მიღებაში მონაწილეობენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრიუსელში, საქართველოს საელჩო მონაწილეობას მიიღებს ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი (EESC) მასპინძლობს.

,,ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყობა ქართული სტენდი, ქართული ღვინითა და მრავალფეროვანი შემეცნებითი მასალებით.
შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა მონაწილეობა მიიღო ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც სტოკჰოლმში გაიმართა. ღონისძიებაზე, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო ეროვნული პროდუქტები, ქართული ენისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ საინფორმაციო მასალები. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენლების მიერ ქართული ცეკვები შესრულდა.
ასევე, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა, ქ.ბუდაპეშტში ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლობების მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შოთა გეწაძემ, რომელიც ქ. ბერნში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღის აღსანიშნავ მიღებას დაესწრო.
ხორვატიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ, მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა ქ.ზაგრებში, ევროპის მოედანზე,ხოლო სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
საქართველოს საელჩო მონაწილეობდა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საბერძნეთშიც, რომელიც ათენის ვებსტერის უნივერსიტეტში გაიმართა.
დიდ ბრიტანეთში, ესპანეთის სამეფოში, სლოვენიაში საქართველოს საელჩოებმა და ქ.ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ასევე მიიღეს მონაწილეობა ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში.

ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის მოწვევით, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა ლატვიის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოც.
ბულგარეთისა და კვიპროსის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოები ასევე მონაწილეობდნენ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ მოლდოვაში, არგენტინაში, თურქეთში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, უზბეკეთში, კუბის რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ინდონეზიაში საქართველოს საელჩო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები