ვლადიმერ ბოჟაძე: კარგად გვახსოვს როგორ ექცეოდა „ნაცმოძრაობა“ როცა იყო ხელისუფლებაში „იმედს“ და ზოგადად მედიას

,,კარგად გვახსოვს როგორ ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ როცა იყო ხელისუფლებაში „იმედს“ და ზოგადად მედიას. ახლა ვხედავთ ოპოზიციიდან როგორ ექცევიან კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტებს” , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ “იმედის” ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ჟურნალისტებს მათთვის მისაღებ და მიუღებელ ჟურნალისტებად ყოფს.

„კარგად გვახსოვს როგორ ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ როცა იყო ხელისუფლებაში „იმედს“ და ზოგადად მედიას. ახლა ვხედავთ ოპოზიციიდან როგორ ექცევიან კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტებს და როგორ განარჩევენ ერთმანეთისგან – რომელია მათთვის მისაღები და რომელია მათთვის მიუღებელი მედიის წარმომადგენელი. ეს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რას უზამენ მედიას. როდესაც ვსაუბრობთ „იმედზე“, ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიაზე, ასეთ ტელევიზიას მხოლოდ იმიტომ რომ შენთვის მიუღებელ აზრს გამოხატავს, ანუ ამბობს სიმართლეს და ექცევი ასე, მიუღებელია“ , – აღნიშნა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, “იმედის” ინფორმაციით, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მედიაზე თავდასხმის ადგილად იქცა, კერძოდ, „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები