თეთრი სახლი: ტრამპი პუტინთან შეხვედრას უახლოეს მომავალში არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას არ გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
როდესაც ჟურნალისტებმა მას ტრამპ-პუტინის შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, ლევიტმა უპასუხა, რომ „ეს არ მოხდება“.
მიმდინარე წლის თებერვალში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს, შესაძლოა, საუდის არაბეთში ან გაერთიანებულ არაბთა საამიროებში შეხვდნენ, სადაც ტრამპი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ჩასვლას აპირებს.