აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებას ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ფრანგულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები, ცალმხრივად გამოცხადდეს თუ არა ცეცხლის შეწყვეტა, თუ რუსეთს პასუხის გასაცემად მოკლე ვადა მიეცეს.
მანვე დასძინა, რომ მხარეებს შორის სასანქციო პაკეტებზე კოორდინაცია მიმდინარეობს.
„ბოლომდე დასრულებული პროექტი არ გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაახლოების მომენტში ვართ. უხლოეს საათებში ან დღეებში შეიძლება, გამოცხადდეს ზავი, ან 30 დღით, ან ნაწილობრივი, ეტაპობრივი. ეს ვარიანტები ჯერ კიდევ განიხილება“, – განაცხადა წყარომ.