ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ნატოს წევრობა გარანტირებული იქნებოდა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
„ერთადერთი, რაზეც ნატო იყო შეთანხმებული, ეს უკრაინის ნატოში შეუქცევადი გზა იყო, ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უკრაინის ნატოში წევრობის გარანტია იყო“, – აღნიშნა რუტემ.
მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ნატოს მოკავშირეებმა თქვეს, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანდება.
„როგორც მანამდეც ვთქვი, მე მიხარია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჩიხი გაარღვია, რომ პროგრესი მიიღწევა. ამ მომენტში არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსა და უკრაინას შორის. ჩვენ გვაქვს სარდლობა ვისბადენში, რომელიც ორგანიზებას უწევს უკრაინის სამხედრო დახმარებას. ჩვენ ერთობლივად ვუწევთ ორგანიზებას წვრთნებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.