„ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ – „ევროპის მოედანზე“ აქცია მიმდინარეობს
„ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ – ამ ლოზუნგით „ევროპის მოედანზე“ აქცია მიმდინარეობს.
„ევროპის მოედნამდე“ მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო „ავლაბრიდან“, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიმართა.
მოქალაქეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს ასევე მშვიდობის ხიდიდან.
„ევროპის მოედანზე“ დამონტაჟებულია სცენა და შესაბამისი ტექნიკური ინვენტარი.