ლევან მაჭავარიანი: არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ – „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად

არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ – „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ გამოიყენებს საქართველოს მარიონეტ ქვეყნად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დღეს გაიხსენა ის მიზეზები, რასაც ევრობიუროკრატების მიერ საქართველოსთვის ბრძოლის გამოცხადება მოჰყვა.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. საერთაშორისო ასპარეზზე 600-ზე მეტ რეზოლუციას მივუერთდით. შევიფარეთ ათობით ათასი უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე ვართ. რა არ გავაკეთეთ! ერთადერთი რამ არ გავაკეთეთ, რომ ჩვენც არ გავხდით პროქსი ომის მონაწილე სახელმწიფო და ამას არასდროს გავაკეთებთ, ვერავინ გამოიყენებს საქართველოს „ქართული ოცნების“ პირობებში მარიონეტ ქვეყნად“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები