გიორგი კახიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: როგორც ჩანს, ასეთი განცხადებები არის შანტაჟის ინსტრუმენტი

„როგორც ჩანს, ასეთი განცხადებები არის შანტაჟის ინსტრუმენტი და გარკვეული სამაშველო რგოლი იმ რადიკალი ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რაღაცნაირად სახელმწიფოს წინააღმდეგ მუხტი ააგორონ და ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს.

მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად აქვს შეფასებული ის სწორი ხაზი პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს.

„თუ ბატონი ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი არის შეჩერებული, ჩვენ ასე არ მიგვაჩნია, რადგან ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი რაც არის, ვგულისხმობ ევროასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, ჩვენ ამ პროცესს მუდმივად ვახორციელებთ და ამ ვალდებულებებს მუდმივად ვასრულებთ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები