უკრაინა ორ უნგრელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უნგრეთის ბოლო ქმედებების საპასუხოდ, უკრაინა ორ უნგრელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს.

„ორმა უნგრელმა დიპლომატმა ჩვენი ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს… ჩვენ ვმოქმედებთ უნგრეთის ქმედებების საპასუხოდ, ორმხრივობის პრინციპიდან და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მანვე დასძინა, რომ უნგრეთის ელჩი ონტალ გეიზერი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და შესაბამისი ნოტა გადასცეს.

მანამდე, უნგრეთმა ორი უკრაინელი დიპლომატი სავარაუდო ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან გააძევა. იმავე დღეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად აღმოაჩინა ჯაშუშური ქსელი, რომელსაც უნგრეთის სამხედრო დაზვერვა მართავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები