როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
მათივე ცნობით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, თბილისში 24 მარტს ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 25 – 27 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.