ბერულავა-საფინას წყვილი ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით მეცხრე ადგილზეა
ზამთრის ოლიმპიადაზე დასრულდა მოკლე პროგრამა სპორტულ ცეკვებში. ფიგურული ციგურაობის ამ სახეობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა – ლუკა ბერულავა და კარინა საფინა – მეცხრე ადგილი დაიკავა.
ბერულავა-საფინას წყვილი 19 თებერვალს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ. დაჯამდება მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგები და საპრიზო კატეგორიებიც ამის მიხედვით გადანაწილდება.
რაც შეეხება სპორტული ცეკვების პირველ დღეს, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მსაჯებისგან 66.11 ქულა დაიმსახურეს. 84.81 ქულით მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი ჩინელმა წყვილმა ვენჯინგ სუისმა და კონგ ჰანმა დაიკავეს.