როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
“აღმოსავლეთ საქართველოში 9 ოქტომბრამდე ღრუბლიანი ამინდები შენარჩუნდება, დასავლეთ საქართველოში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი”, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
“აღმოსავლეთ საქართველოში 9 ოქტომბრამდე ღრუბლიანი ამინდები შენარჩუნდება, განსაკუთრებით ქვემო ქართლში, კახეთში. მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 10-დან 13 გრადუსამდე. მთაში მოსალოდნელია 8-10 გრადუსი სითბო.
10 ოქტომბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს, 16 ოქტომბრამდე მოსალოდნელია 22-დან 24 გრადუსამდე სითბო.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს – აქ უნალექო ამინდები ნარჩუნდება, ზოგან, განსაკუთრებით კი კოლხეთის დაბლობში იქნება ძლიერი ქარი. 9 ოქტომბრიდან მოსალოდნელია 22 გრადუსი სითბო.
შეიძლება ითქვას, რომ 10 ოქტომბრიდან მთელ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს”,- განუცხადეს “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში.