აიცრებიან თუ არა 12 წლის ზემოთ მოზარდები – ამირან გამყრელიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრებსა და „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭოს მსჯელობა კონსენსუნსამდეა მისული.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.
„ამ კვირაში იქნება იმუნიზაციის საბჭო, სადაც სამეცნიერო კომიტეტის წევრები მისული ვართ კონსესუსამდე 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრებთან დაკავშირებით, ასევე, ე.წ. მესამე ანუ ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ესეც ამ კვირის განმავლობაში იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.