უნგრეთში ნეთანიაჰუს ვიზიტის გამო, ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC), უნგრეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ICC ითხოვს უნგრეთის მთავრობისგან ახსნას იმის გამო, რომ მან უარი თქვა აღასრულოს ტრიბუნალის მიერ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემული საერთაშორისო დაკავების ორდერი, ბუდაპეშტში მისი ბოლო ვიზიტის დროს.

ICC ამტკიცებს, რომ უნგრეთმა დაარღვია თავისი ვალდებულებები, როდესაც უარი თქვა ნეთანიაჰუს დაკავებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ოფიციალური მოთხოვნით გაგზავნა ბუდაპეშტში 3 აპრილს, იმ დღეს, როდესაც პრემიერი ქვეყანაში ჩავიდა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება უნგრეთის მიერ რომის სტატუსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწყო.

უნგრეთს საკუთარი პოზიციის დასაცავად მტკიცებულებების წარსადგენად ვადა 23 მაისამდე აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტში ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთი ICC-დან გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები