ამირან გამყრელიძე: თანამდებობიდან არ გადავმდგარვარ და რა ვქნა ახლა, თუ ძალიან გინდათ, მითხარით

“თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას: „ძალიან მინდა, ამირან გამყრელიძე გადადგეს“, იქნებ, მერე გაგიწიოთ ანგარიში“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

გამყრელიძე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„რამდენჯერ უნდა მკითხოთ ამის შესახებ? დღეს აგერ თქვენ წინაშე ვდგავარ და ვლაპარაკობ. არ გადავმდგარვარ და რა ვქნა ახლა?! თუ ძალიან გინდათ, მითხარით! თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას: „ძალიან მინდა, ამირან გამყრელიძე გადადგეს“, იქნებ, მერე გაგიწიოთ ანგარიში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები