მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და საგარეო მიმართულება დაფუძნებული იქნება იმ ეროვნულ ინტერესებსა და პრიორიტეტებზე, რაც აქვს საქართველოს

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და საგარეო მიმართულება დაფუძნებული იქნება იმ ეროვნულ ინტერესებსა და პრიორიტეტებზე, რაც საქართველოს აქვს.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და საგარეო მიმართულება დაფუძნებული იქნება იმ ეროვნულ ინტერესებსა და პრიორიტეტებზე, რაც აქვს საქართველოს. ჩვენ პარლამენტში წარმოვადგინეთ პროგრამა, რომელშიც განსაზღვრულია ის ძირითადი მიმართულებები, რასაც მომდევნო პერიოდში დაეფუძნება ჩვენი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციური მიზნების განხორციელებას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. რა თქმა უნდა, პრიორიტეტული იქნება ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. პრემიერ-მინისტრმაც ხაზგასმით აღნიშნა ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ეს იქნება ნომერი პირველი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ჩინეთთან ურთიერთობები, ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობები, სამეზობლოსთან ურთიერთობები, რაც დაფუძნებული იქნება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ და რა თქმა უნდა, საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის იმიჯის უკეთ წარმოჩენის მიზნით. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც იქნება განმსაზღვრელი ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას და რა თქმა უნდა, დიპლომატიური სამსახური მომართული იქნება სწორედ ეროვნული ინტერესების განხორციელებისკენ ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები