სერბეთში საბრძოლო მასალების საწყობებში აფეთქების სერია მოხდა

სერბეთში, ქალაქ კაჩაკის მიდამოებში გვიან ღამით საბრძოლო მასალების საწყობებში აფეთქების სერია მოხდა.

ინფორმაციას Vecernje Novosti ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ადგილობრივებმა აფეთქების პირველი ხმა ღამის 01:30 საათზე გაიგეს. აფეთქდა ​საწყობები “სლობოდას” ქარხანაში, რომელიც სპეციალიზებულია საარტილერიო საბრძოლო მასალების წარმოებაში.

მიმდებარე სახლებში შუშები ჩაიმსხვრა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ სახლებიდან გამოსვლა ამჯობინა. ნაწილმა შექმნილი ვითარება ომს შეადარა.

ქარხანაში მყოფი თანამშრომლების ევაკუაცია მოხერხდა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე ექსტრემალური სამსახურები რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები