სეულში ბელგიის ელჩის მეუღლემ მაღაზიის თანამშრომელს სილა გააწნა (ვიდეო)

ბელგიამ სამხრეთ კორეიდან საკუთარი ელჩი გამოიწვია მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ მაღაზიის თანამშრომელს სილა გააწნა. ის შეეცადა, პასუხისმგებლობისთვის თავი აერიდებინა და დიპლომატიური იმუნიტეტი გამოიყენა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინციდენტი ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მოხდა. ტანსაცმლის მაღაზიაში ჩხუბი სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში მოხვდა, რაც შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა. მაღაზიის პერსონალს უნდოდა, გადაემოწმებინა, გაჰქონდა თუ არა ქალბატონს მაღაზიიდან ტანსაცმელი. კონფლიქტის დროს 63 წლის სიან სიუეცუმ მაღაზიის თანამშრომელს ხელი ჰკრა და სახეში სილა გააწნა.

მოგვიანებით, მან ბოდიში მოიხადა მაღაზიის თანამშრომლებთან საკუთარი საქციელის გამო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, გამოეწვია საკუთარი ელჩი და მას უფლებამოსილება შეუწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები