საქართველოს საპატრიარქოს მიერ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით, თბილისის ქუჩების კურთხევა აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კურთხევის პირველი ეტაპი საბურთალოს რაიონსა და მის რამდენიმე ქუჩას მოიცავს კოსტავა, სააკაძის მოედანი, შარტავა, პეკინი, დოლიძე, ბახტრიონი, ძველი იპოდრომი, მაღლივი კორპუსი, ქავთარაძე, ყაზბეგის გამზირი-პავლოვი (ინფექციური საავადმყოფო), ვაჟა-ფშაველას გამზირი, ნუცუბიძის ქუჩა, ჯიქია, ნუცუბიძის პლატოს ყველა მიკრორაიონი, ბუდაპეშტი, ლისი, ვაშლიჯვარი, ავლაბარი.
მსვლელობა ბუდაპეშტის ქუჩაზეა დაფიქსირებული.
მეორე მიმართულებაა დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი, მუხიანი, თემქა: ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, ლაგუნა ვერე, სანაპირო, დიღმის მასივი, ლუბლიანა (კლინიკები), ბელიაშვილი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა, არჩილ მეფის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა, იოანე პეტრიწის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, გლდანის ხიდები, გლდანის ყველა მიკრორაიონი, გლდანის ციხე, მუხიანი, თემქის დასახლება, დევნილების საცხოვრებელი უბანი ზღვაზე, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, დადიანი, საბჭოს მოედანი, ავლაბარი.
მესამე მიმართულება – ორთაჭალა, ისანი, სამგორი: ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, მარჯვენა სანაპირო-ორთაჭალა, გაბრიელ სალოსის ქუჩა, მოსკოვის გამზირი, ლილო, ვარკეთილი, ჰუალინგის დასახლება, ვაზისუბანი, ქვედა სამგორი, ისანი, ქეთევან წამებულის გამზირი, ავლაბარი.
მეოთხე მიმართულება – მთაწმინდა, სოლოლაკი, ვაკე, ვერა, დიდუბე: ქუჩების მარშრუტი: სანაპირო, გმირთა მოედანი, ვარაზის ხევი-ჭავჭავაძე, დელისი, თამარ მეფის ქუჩა. ბაგები, ვაკის პარკი, აბაშიძის ქუჩა, მრგვალი ბაღი, ფალიაშვილი, მოსაშვილი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილი, ბელინსკი, ჭონქაძე, მაყაშვილი, ლესელიძე, კოლმეურნეობის მოედანი, მარცხენა სანაპირო, დინამო, წერეთელი, მეტრო დიდუბე, წერეთელი, აგლაძის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, რკინიგზის სადგური, დავით აღმაშენებლის გამზირი, ვორონცოვი, ავლაბარი.
მეხუთე მიმართულება – ჩუღურეთი: ქუჩების მარშრუტი: სვანეთის უბანი, ლოტკინი, კუკია, ივერთ უბანი (ე.წ. ლეჩკომბინატი).