უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე მედიის რამდენიმე კითხვაზე უპასუხა.
უკრაინის მხრიდან ღონისძიებაზე აკრედიტებული იყო მედიის 20 წარმომადგენელი. როდესაც ზელენსკი დონბასში შექმნილ ვითარებაზე საუბრობდა, მან მოულოდნელად ჰკითხა იქვე მყოფ ჟურნალისტს: “ხომ გაიგეთ, რაც ვთქვი”.
”მოკლულთა უმრავლესობა წელს სწორედ სნაიპერულ ტყვიას ემსხვერპლა..”, – თქვა ზელენსკიმ და ჟურნალისტს მიუბრუნდა კითხვით: “ხომ გაიგეთ, რაც ვთქვი”.
ამ დროს გაისმა რუსული სინქრონული თარგმანი, რაზეც ზელენსკიმ მცირე ირონიით თქვა, “რუსული თარგმანი? მათ ესმით, ისინი ყველგან არიან”.