საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით, ჯამურად, 8536 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8536 ადამიანია აცრილი.
მისივე თქმით, 6780 პირი აცრილია „ასტრაზენეკას“, 1756 კი –„ფაიზერის“ ვაქცინით.
„დღეისთვის აცრილია მედიცინის 8536 მუშაკი და 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, აქედან 6780 არის აცრილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით და 1756 –„ფაიზერის“ ვაქცინით. ბოლო 3 დღის განმავლობაში ყოველდღიური აცრების რაოდენობა, რომელიც მიმდინარეობს ქვეყნის 24 ჰოსპიტალში, აქედან 6-ში „ფაიზერის“ და დანარჩენში „ასტრაზენეკას“, იზრდება. დღეს დილისთვის გვქონდა ბოლო 24 საათში 1055 და ამ წუთისთვის დამატებულია 412 აცრა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.