რომელ ქალაქებსა და კლინიკებში დაიწყება „ფაიზერით” ვაქცინაცია(ვიდეო)

“მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩამოვიდა ზუსტად იმდენი დოზა, რამდენსაც ელოდნენ 29,500, რომელიც 14,000 პირზე გადანაწილდება.

„როგორც იქნა, Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია ის რაოდენობა, რასაც ველოდით 29,500 ცალი, ამ დოზებს გამოვიყენებთ 14,000 პირისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ით ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული არის და პირველი ვაქცინის შემეგ, 3-4 კვირაში მე-2 ვაქცინა კეთდება, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზებს გავყოფთ და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მე-2 ნაკადზე დალოდება და რისკი არ შეექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს ამით. მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოშ დღეს „ფაიზერის” ვაქცინა ჩამოიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები