ამსტერდამში შემზღუდავი ზომების საწინააღმდეგო აქციაზე 150-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია.
გუშინ დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში კვლავ შეიკრიბნენ. აქცია მიმდინარეობდა ლოზუნგით – “თავისუფლებისთვის ყავის დალევა”, ხალხი შეკრების თავისუფლებას ითხოვდა.
აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.
გასულ კვირას ანალოგიური აქცია ჰააგაში გაიმართა, მაშინაც ძალოვნებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს, თუმცა, დააკავეს მხოლოდ 20 ადამიანი.