დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირდაპირ ეთერში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, კორონავირუსის წინააღმდეგ ასაცრელად, წუხანდელი მონაცემებით, 2000 ექიმი დარეგისტრირდა და ეს მაჩვენებელი არ არის დაბალი.
“ვაქცინაცია აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამისთვის აუცილებელია ვაქცინაცია. პირველ დღეს 2000-ზე მეტი ჩემი კოლეგაა რეგისტრირებული პირველ ეტაპზე ექიმები აიცრებიან. თავს ვგრძნობ გადასარევად”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, “ასტრაზენეკას” ვაქცინა უსაფრთხოა და მანვე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.