“ჩვენ მთელი რიგი დაწესებული შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა, ვაკვირდებით დინამიკას და კორონავირუსის შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმისტრაციაში სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს, რათა არ მოხდეს შეზღუდვების დაბრუნება.
„საზოგადოების მხრიდან შეინიშნება ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულებელყოფა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი დაეცა, რაც კატეგორიულად მიღებელია და მინდა, თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული წესი დავიცვათ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში.
იცით, რომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ვაქცინის მწარმოებელ პარტნიორ ქვეყნებთან და ძალიან მალე პირველ პარტიას ველოდებით. მანამდე კი ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან შეზღუდვების დაბრუნება არ მოგვიხდეს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.