ინდოეთში მყინვარის ჩამოშლისა და მისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 170 კი დაკარგულად ითვლება.
NDTV-ის ინფორმაციით, კიდევ 30-მდე ადამიანი 2,5 კილომეტრის სიდიდის გვირაბშია ჩარჩენილი, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ხალხის გამოყვანას ცდილობდნენ, თუმცა, ამ დრომდე ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებენ.
უკანასკნელი ინფორმაციით, 12 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
მყინვარი 7 თებერვლის დილით მდინარე დაულიგანგის მიდამოში ჩამოიშალა.
სამაშველო ოპერაციას ატარებენ კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალების რამდენიმე გუნდი, ასევე, მესაზღვრეები და ადგილობრივი მაშველები. მყინვარული ზვავის ჩამოწოლის გამო, ელექტროსადგურის კაშხალი განადგურდა.