თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სისტემის მზაობა ეპიდსაფრთხეებზე რეაგირებისთვის ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს, ჯანდაცვის სისტემის მზაობა ეპიდსაფრთხეებზე რეაგირებისთვის ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს სასუნთქი აპარატების, პირადი დაცვის საშუალებების და ტესტების საჭირო მარაგი.

„ჯანდაცვის სისტემის მზაობა დღეს ბევრად უფრო მაღალია მიკრო აფეთქებებისთვისაც და ეპიდსაფრთხეებზე რეაგირებისთვისაც, ვიდრე ეს იყო რამდენიმე, თუნდაც, 2-3 თვის წინ. სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაციის ხარისხი არის მაღალი. დღეს, 500 საწოლი არის მზად, რომ მიიღოს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები. საჭიროების შემთხვევაში, საწოლფონდის რაოდენობა გაიზრდება. არის კონკრეტული გაწერილი სქემა, იმის მიხედვით, თუ აქტიური შემთხვევების რა რაოდენობაზე მოხდება დამატებით კლინიკების მობილიზება. რაც შეეხება პირადი დაცვის საშუალებებს, ამის მარაგიც არსებობს, ტესტების მარაგიც გვაქვს და კიდევ დამატებით იქნება შესყიდვა მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა დონორების დახმარებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული სარეზერვო დახმარება გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობის, მათ შორის სუნთქვის აპარატების, ასე რომ მზაობის ხარისხი არის საკმარისად მაღალი“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები