ზაალ ანჯაფარიძე: დიდი ხანია, მუსირებდა აზრი, რომ “ტვ პირველი” ისე კარგად ვერ “სწევდა თემებს”, ამიტომაც მელაძით “გააძლიერეს”
„მუსირებდა აზრი, რომ „ტვ პირველი” ისე კარგად ვერ „სწევდა თემებს”, ამიტომაც მელაძით „გააძლიერეს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნაკლებად დასაჯერებელია, რომ მელაძე “მთავარი არხიდან” გვარამიასთან ჩხუბის გამო წავიდა.
„ვინმეს მართლა სჯერა, რომ ნოდარ მელაძე „მთავარი არხიდან” გვარამიასთან ჩხუბის გამო წამოვიდა?! არა.
უბრალოდ, ცნობილ შემადგენლობაში დიდი ხანია, მუსირებდა აზრი, რომ „ტვ პირველი” ისე კარგად ვერ „სწევდა თემებს”, როგორც ეს მათ სჭირდებოდათ და ამიტომაც მელაძით „გააძლიერეს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.