ტრამპი: სულ მალე, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უპასუხებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამ კვირაში რუსეთისგან აშშ-ის წინადადებაზე პასუხს მოისმენს, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხება.
„მათგან პასუხს მიმდინარე კვირაში მოვისმენთ, სულ მალე, ვნახოთ. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს დასრულდეს. ჩვენ გვინდა, რომ სიკვდილი და მკვლელობები შეწყდეს.
„ზელენსკის პასუხისმგებლობას არ ვაკისრებ, მაგრამ დიდად აღფრთოვანებული არ ვარ იმ ფაქტით, რომ ეს ომი დაიწყო. ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პარალელურად, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ელჩი სტივ უიტკოფი უკრაინელ ოფიციალურ პირებს პარიზში, სამიტზე ხვდებიან, რომელიც მიზნად რუსეთის მიმდინარე თავდასხმებისგან უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას ისახავს.