აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანებზე უკვე აპრილში გამოცდიან

ამერიკულმა კომპანია Moderna Therapeutics-მა, კორონავირუს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაასრულა, რომელსაც SARS-CoV-2 ჰქვია და ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის ეროვნულ ინსტიტუტში ადამიანებზე შესამოწმებლად გაგზავნა.

ინსტიტუტი ვაქცინას ადამიანებზე გამოსაცდელად უკვე აპრილისთვის მოამზადებს. ვაქცინა 42 დღეში დამზადდა.

მოხალისეებს პრეპარატს 10 დღის განმავლობაში ვენაში შეუყვანენ, ორ დღეში ერთხელ სისხლის ანალიზს გააკეთებენ, ასევე აიღებენ ნაცხს ცხვირიდან და ყელიდან, რომ მოხდეს ორგანიზმში არსებული ვირუსის რაოდენობის კლების მონიტორინგი.

იმ შემთხვევაში თუ SARS-CoV-2 დადებით დინამიკას აჩვენებს, ის ინფექციის გავრცელების შეკავებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები