რესტორნის მუსიკოსის ცემისთვის დაკავებულებს 5-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ(ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გ. ლ., 1999 წელს დაბადებული ი.კ. და 1999 წელს დაბადებული გ.ჩ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რუსთავში, რესტორან “მადაგონში”, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორნის მუსიკოსს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები