როგორ მოვუაროთ კანს ნამზეურის შემდეგ – ინექციური და არაინექციური მეთოდები „სკინ კოდის“ დერმატო-ვენეროლოგისგან
ზაფხული რუჯის მოყვარულთა სეზონია – ამ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სილამაზესთან ერთად ჯანმრთელი კანი. სპეციალურად ვიღებთ რუჯს თუ არა, მზის ქვეშ გარკვეულწილად მაინც გვიწევს ყოფნა, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, რა პროცედურები უნდა ჩავიტაროთ გარუჯვამდე და შემდგომ, იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ სახის კანის გამოშრობა და ნაოჭების წარმოქმნა, რაც არასწორი გარუჯვისას აუცილებლად მოხდება.
შემოდგომაზე, გარუჯულ კანს სჭირდება სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პრეცედურები, რომლებსაც კოსმეტოლოგი კანის ტიპიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე ინდივიდუალურად შეგირჩევთ.
ზაფხულის სეზონის შემდეგ, გარუჯული კანის მოვლის მეთოდებზე, ესთეტიკური მედიცინის ცენტრ “სკინ კოდის” დერმატო-ვენეროლოგი, ლეკო კორინთელი გვესაუბრა. ის ასევე დეტალურად ისაუბრებს იმ პროცედურების შესახებ, რომლების ჩატარებაც გარუჯული კანის მოსავლელად თავად „სკინ კოდშია“ შესაძლებელი.
რა არის რუჯი? ვისაუბროთ ნამზეურის დადებით და უარყოფით თვისებებზე…
რუჯი ანუ ნამზეური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად კანის ფერის ცვლილებაა, შედეგად კანის ქვედა შრეებში პიგმენტ მელანინის დაგროვება და თავდაცვის მიზნით, რქოვანას შრის საკომპენსაციო გასქელება ხდება. მცირე დოზებით მზის ინსოლაცია სასარგებლოა, რადგან ამ დროს D ვიტამინის გამომუშავება ხდება, თუმცა, დიდი დოზებით, რა თქმა უნდა, მავნეა. რუჯის მიღება ულტრაიისფერი სპექტრის UVA და UVB სხივების ზემოქმედების შედეგად ხდება.
დეტალურად რომ განვიხილოთ, რა ზემოქმედებას ახდენს UVA და UVB სხივები ადამიანებზე?
UVA და UVB სხივები ულტრაიისფერი სპექტრის შემადგენელი ნაწილებია, არის კიდევ UVC, რომელიც დედამიწამდე ვერ აღწევს და ის რუჯში არ მონაწილეობს. UVA ულტრაიისფერი სპექტრის 95%-ს შეადგენს, ისინი აღწევენ ღრუბლებში, მინაში, ეპიდერმისში და დერმამდე ჩადიან. განსხვავებით UVB-გან, უმტკივნეულოა მათი კანთან შეხება, მაგრამ ისინი თავისუფალი რადიკალების სინთეზსს აპროვოცირებენ, რის შედეგადაც ვიღებთ ფოტოდაბერებას, ჰიპერმგრძნობელობას ე.წ. მზის ალერგიას, სიწითლეს, ქავილს, პიგმენტაციის დარღვევას და ყველაზე ცუდ შემთხვევაში კანის კიბოს.
რაც შეეხება UVB სხივებს, ის ულტრაიისფერი სპექტრის დაახლოებით 5%-ს იკავებს, ისინი აღწევენ ეპიდერმისში და მათი საშუალებით არა მხოლოდ ირუჯებიან, არამედ იწვებიან. შედეგად ვითარდება ალერგია და კანის კიბო. აქედან გამომდინარე, რუჯის დიდი დოზით მიღება სასარგებლო არ არის, რადგან ის პროვოცირებას უწევს როგორც ონკოლოგიურ პროცესებს, ასევე, ხელს უწყობს კანის დაავადებების გამწვავებას. სწორედ ამიტომ აუცილებელია, გარუჯვის დროს მზის დამცავი კრემის გამოყენება
აკნეს შემთხვევაში თუ განვიხილავთ, ბევრს თითქოსდა, რუჯის შემდეგ აკნეს გავრცელების არეალში გაუმჯობესება აღენიშნება, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი შენიღბვაა. ნამზეურის გადასვლის შემდეგ, დროთა განმავლობაში აკნე გამწვავდება, ასევე ჰერპესი და სხვა მრავალი დაავადება. არის შანსი, რომ ნამზეურის გადასვლის შემდეგ კანზე პიგმენტური ლაქები დარჩეს. პიგმენტური ლაქების მკურნალობა ქიმიური პილინგებით ხდება, მაგრამ ქიმიური პილინგი ახალ ნამზეურზე გვიან შემოდგომამდე არ კეთდება. ამიტომ პირველადი დახმარება ნამზეურის შემდეგ არის კანის ღრმა დატენიანება, როგორც ინექციური, ასევე არაინექციური მეთოდით.
რომელი ინექციური და არაინექციური მეთოდების შეთავაზება შეუძლია „სკინ კოდს“ მომხმარებლებისთვის?
არაინექციური მეთოდებიდან, კლინიკა „სკინ კოდი“, იაპონურ კოსმეტიკა „ფორლედს“ ექსკლუზიურად გთავაზობთ. იაპონელებმა ამ ხაზში ჩადეს ის ტექნოლოგია, რომელშიც მათ ნობელის პრემია აქვთ აღებული. კერძოდ, იაპონელებმა ამ ტექნოლოგიის მეშვეობით, ჰიალურონის მჟავის მოლეკულა გახლიჩეს იმ ზომამდე, რომ ის ტრანსეპიდერმალურ ბარიერს თავისუფლად გადის და ჩადის დერმამდე, შესაბამისად, ხდება კანის დატენიანება უინექციოდ. აღსანიშნავია, რომ ამ ხაზის გამოყენება ინექციური მეთოდების ალტერნატივად მიიჩნევა.
გარდა ამისა, არაინექციური მეთოდებიდან გვაქვს „ფილორგას“ ლაბორატორიის „კრიო ლედ“ პროცედურა, სადაც შრატები -18 შედის. შემდეგ უკვე ილუმინოთერაპია, ანუ ფერების თერაპია. გარდა ამისა, „ფილორგას“ ხაზიდან გვაქვს ძალიან საინტერესო პროდუქტები, მეზოპროდუქტები და ბიორევიტალიზანტები. მეზოპროდუქტი, რომელიც 55 აქტიურ ელემენტს შეიცავს – ჰიალურონის მჟავას, რაც ძალიან ეფექტურია, ასევე, ინექციურიდან – ბიორევიტალიზაციის პროცედურა, რომელიც ნებისმიერი პროდუქტით შეიძლება ჩატარდეს, კანის მდგომარეობიდან და პაციენტის მოთხოვნიდან გამომდინარე.
როგორც ვიცი კლინიკა „სკინ კოდში“ ლაენეკ-თერაპიითაც მკურნალობთ და ამ მეთოდის გამოყენება, არა მხოლოდ რუჯის შემდგომ, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროსაა სასურველი…
დიახ, ლაენეკ-თერაპია ეს არის იაპონური პლაცენტარული თერაპია. ლაენეკ-თერაპია ადამიანის პლაცენტის ჰიდროლიზატზეა დაფუძნებული, რაც დაგიბრუნებთ ახალგაზრდობას და აღადგენს რუტინული სამუშაოთი დაღლილ ორგანიზმს. ის გამოიყენება დერმატოლოგიაში, კურნავს ატოპიურ დერმატიტს, აკნეს, სხვადასხვა ინფექციას. უშუალოდ რუჯის შემდგომ იმუნიტეტი ეცემა, ასევე შემოდგომით ვირუსების სეზონი მოდის და შესაბამისად, ლაენეკ-თერაპია იმუნიტეტის ასამაღლებლად ძალიან კარგია.
გარდა ამისა, კიდევ უფრო კარგ და ეფექტურ შედეგს ვიღებთ, თუ კლინიკაში პროცედურებთან ერთად, კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე, სახლში მოვლის საშუალებასაც შევარჩევთ. ამისთვის გვაქვს კონკრეტული ხაზი – Skin Tech. აღნიშნული ხაზი ფართო სპექტრს მოიცავს. დავუშვათ, კონკრეტული საცხი, რომელიც კონკრეტული პრობლემისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, სწორად შერჩეული საცხით და პროცედურებით ვიღებთ ბევრად ეფექტურ შედეგს.
კლინიკა „სკინ კოდი“ სწორედ კანის აღდგენისა და გაჯანსაღების მიზნით, თავის ერთგულ მომხმარებელს ბიორევიტალიზაციის (ესპანური პრეპარატი – Hyalift 75) პროცედურას სთავაზობს, რომელიც კლინიკის მხრიდან სპეციალური შემოთავაზების ფარგლებში მხოლოდ 95 ლარად განისაზღვრა. უფასო კონსულტაციაზე ან პროცედურაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 322 37 80 80 ან 595 34 80 80
მოამზადა ნინო გოლოშვილმა