იან პრაუდი – BBC-ის ფილმზე: კიდევ ერთი მაგალითი ყოვლად მიუღებელი ჟურნალისტიკისა, რომელიც არ ეფუძნება არავითარ ღირებულებით საქმიანობას
“BBC-ის მიერ მომზადებული ფილმი საქართველოში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ვითომ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე კიდევ ერთი მაგალითია ყოვლად მიუღებელი ჟურნალისტიკისა, რომელიც არ ეფუძნება არავითარ ღირებულებით საქმიანობას”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა – იან პრაუდმა BBC-ის ფილმზე საუბრისას განუცხადა.
„ბრიტანულ მედიაში ბოლო დროს ისე ემთხვევა, რომ საქართველოზე ინფორმაცია უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებთანაა კავშირში. ბრიტანულ მედიაში საქართველოს შესახებ ცნობები საინტერესო დინამიკით ხვდება, მაგალითად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით BBC ძალიან დიდ დროს უთმობდა იმ პერიოდში საქართველოზე საუბარს. BBC ოპოზიციის თვალსაზრისიდან გამომდინარე აშუქებდა მოვლენებს ამ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვება მკაფიო გახლდათ. ეს ბოლო სტატია კი მეტად საინტერესოა მისი გამოქვეყნების თარიღის თვალსაზრისით. ამ დროს უკრაინაში დამანგრეველი ომი ნელი ტემპით უახლოვდება დასასრულს.
მიმაჩნია, რომ BBC-ში ფიქრობენ, თუ შემდეგი ვინ იქნება, ვისაც ყურადღებას მიაპყრობენ. საქართველო კი ლოგიკური არჩევანია, თუ გავითვალისწინებთ იმ მარცხს, რომელსაც დასავლური საგარეო პოლიტიკა იგემებს უკრაინაში“, – აღნიშნა იან პრაუდმა.