“მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე; რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ჩვენი სახელმწიფო ასეთ გამოწვევებს” – ყაველაშვილი
“მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ჩვენი სახელმწიფო ასეთ გამოწვევებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა “იმედის კვირას” განუცხადა.
“სპეციალურად ხდება ასეთი ტიპაჟების მოძებნა, როგორიც ალეკო ელისაშვილია – ვინ არის გამკეთებელი, საზოგადოებაში ასე ვთქვათ პატრიოტი, სხვა გზას არ უტოვებენ და ეს საქციელი უნდა განახორციელოს – გაგმირება ისეთი პერსონაჟის, როგორიც იყო გრიგორიადისი, როგორც ხდება მზია ამაღლობელზე. მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ჩვენი სახელმწიფო ასეთ გამოწვევებს. ეს არის სპეციალურად განხორციელებული ქმედებები, რომ ნელ-ნელა უფრო დაშვებადი გახდეს ვინმესთვის ასეთი ქმედება”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.