გორდულაძე – BBC-ის ფილმზე: როგორც კი ეს ფილმი გამოვიდა, მას მოჰყვა გარედან დაფინანსებული ადამიანების განცხადებები; რაც შეიძლება მეტი ინფორმაციული ქარიშხალი უნდა მოჰყოლოდა აღნიშნულ ფილმს

„როგორც კი ეს ფილმი გამოვიდა, მას მოჰყვა გარედან დაფინანსებული ადამიანების განცხადებები, ასევე, ევრობიუროკრატების განცხადებები. და რატომ? რაც შეიძლება მეტი ინფორმაციული ქარიშხალი უნდა მოჰყოლოდა აღნიშნულ ფილმს, აღშფოთება”, – ამის შესახებ “იმედის კვირას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ BBC-ის ფილმზე საუბრისას განაცხადა.

„როგორც კი ეს ფილმი გამოვიდა, მას მოჰყვა გარედან დაფინანსებული ადამიანების განცხადებები, ასევე ევრობიუროკრატების განცხადებები. და რატომ? რაც შეიძლება მეტი ინფორმაციული ქარიშხალი უნდა მოჰყოლოდა აღნიშნულ ფილმს, აღშფოთება. მივაქციოთ ყურადღება თარიღსაც, 28 ნოემბრის აქცია რომ ჩაუვარდათ დაფინანსებულ ადამიანებს, შემდეგ პირველ დეკემბერს მოხდა ამ ფილმის გავრცელება, რომლის მიზანიც იყო – გამოეწვიათ აღშფოთება და შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გადაზრდილიყო იმ მოვლენებში, რომელიც 1 წლის წინ ისედაც ვნახეთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები