“უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე, დაბლობსა და ბარში არც ყინვა და არც თოვლი მოსალოდნელი არ არის” – მეტეოროლოგი
“უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე, დაბლობსა და ბარში არც ყინვა და არც თოვლი მოსალოდნელი არ არის”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ატმოსფერული პირობები სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი გავრცელებული ცნობების შესახებ უამინდობის. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსახლეობას გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ სანდო წყაროებს და ოფიციალურ პროგნოზებს.
მომდევნო კვირაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია პერიოდულად მხოლოდ ხანმოკლე წვიმა.
ხვალ და ზეგ 8-9 დეკემბერს პირიქით, დასავლეთში ნორმაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი ძლიერი თბილი აღმოსავლეთის ქარის (ფიონის) ფონზე.
კვირის მეორე ნახევრიდან, მოსალოდნელი ტემპერატურა: დასავლეთში +13, +15 და აღმოსავლეთში +8, +10 C არის ასევე ნორმა.
თუ ვინმე მაღალ მთაში ყინვასა და თოვლს არანორმალურად მიიჩნევს და ავრცელებს დეზინფორმაციას, ეს მათი არჩევანია. უნდა აღინიშნოს, რომ ზამთრის კურორტებზე დეკემბერში ნალექი ბუნებრივად სასიამოვნოა და სრულად შეესაბამება კლიმატურ ნორმებს, ვინც დასასვენებლად მიემგზავრებით მაღალ მთაში გაგიმართლათ, კვირის შუა დღეებში თოვლის ფანტელების სილამაზით დატკბებით.
გისურვებთ ბედნიერებას, სიმშვიდეს და იმ ამინდის სიყვარულს, რომელიც ახლა ჩვენს სახეზე იწერება. ყოველი დღე გახდეს მადლიერების მიზეზი და ბუნების სილამაზის აღქმის შესაძლებლობა”, – წერს მეტეოროლოგი.